ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მადრიდის ტურისტული გამოფენა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ესპანეთის მეფემ გახსნეს
24 იანვარი, 2019

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სთან და დედოფალ ლეტიციასთან ერთად ტურისტული გამოფენა FITUR 2019 გახსნა.

გამოფენა მადრიდში 23-27 იანვარს იმართება.

ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, FITUR 2019-ში საქართველოდან 14 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.