ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა იზრდება
05 მარტი, 2018

მაღალმთიანი აჭარისადმი ვიზიტორების ინტერესი იზრდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, 2017 წელს მთიანი აჭარის პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებზე არსებულ საოჯახო-სასტუმრო სახლებს, ტურისტულ ობიექტებსა და მუზეუმებს 46 592 ვიზიტორი ესტუმრა, ეს 98%-ით მეტია 2016 წელს.

ვიზიტორებისთვის  პოპულარული იყო მაჭახელას, ქედისა და ხულოს ტურისტული მარშრუტები თავისი ტურისტული ადგილებითა და ღირსშესანიშნაოებებით. ქედის ტურისტული მარშრუტი ვიზიტორთა რაოდენობა 204%-ით არისგაზრდილი, მაჭახელას ტურისტული მარშრუტზე +71%, ხულოს ტურისტული მარშრუტზე +78%.

ყველაზე მეტი 20 298 ვიზიტორი ქედაში არსებულ ღვინის მარნებსა და ტურისტულ ადგილებს ესტუმრა, ხულო - 18 626 ვიზიტორი, მაჭახელა - 7 668 ვიზიტორი.

ვიზიტორების რაოდენობა 32%-ით გაიზარდა მაღალმთიან აჭარაში მარშრუტებზე არსებულ მუზეუმებში. წლის განმავლობაში მაჭახელას, ხულოსა და ქედის მუზეუმებს 15 286 ადამიანი სტუმრობდა. ვიზიტორების მატებაა კვების ობიექტებსა და ტურისტულ ობიექტებშიც.

„სასიხარულოა, რომ მთიან აჭარაში მოგზაურთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. აქტიურად ვმუშაობდით სამივე ტურისტული მარშრუტის განვითარება-პოპულარიზაციის მიმართულებით. წლის განმავლობაში 12 ინფოტურს გავუწიეთ ორგანიზება და 180-მდე ადამიანს გავაცანით მთიანი აჭარის ტურისტული შესაძლებლობები. გადავამზადეთ გიდები აღნიშნული მარშრუტების მიმართულებით და საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა გამოიღო კიდეც შედეგი. წელს, ისევ ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ვიმედოვნებთ, რომ მთიან აჭარაში მოგზაურთა რაოდენობა გაიზრდება,“ - აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.