ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მესამე ეტაპი გამოცხადდება
02 ნოემბერი, 2023

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მესამე ეტაპი პირველ ნოემბერს, 12 საათიდან დაიწო.  

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ აღნიშნა,  ამ დრომდე სააგენტოში 138 განაცხადი შევიდა, საიდანაც ნაწილი არ შეესაბამებოდა პროგრამით მოთხოვნილ პირობებს და შესაბამისად, დახარვეზდა.

56 განაცხადი კი დაკმაყოფილდა და აღნიშნულ  ბენეფიციარებთან  შესაბამისი კონტრაქტებიც გაფორმდა. საერთო ჯამში ხუთმილიონიანი პროგრამის ბიუჯეტიდან 4. 3 მლნ ლარი უკვე ამოწურულია. შემდეგ, ამჯერად უკვე მესამე საფეხურზე სახელმწიფო 700 000 ლარის ღირებულების კონტრაქტებს გააფორმებს.

„ჯამური ინვესტიცია 8 მლნ ლარს აჭარბებს. ერთ ბენეფიციარზე მაქსიმალური დაფინანსება განსაზღვრულია 100 000 ლარით. საგრანტო დაფინანსება 50%-ს შეადგენს. ახალგაზრდა ბენეფიციარებისთვის კი დამატებით გათვალისწინებულია 10%. იმედი გვაქვს, დარჩენილი ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება პირველი ნოემბრიდან დაიო, სრულად იქნება ათვისებული."-აღნიშნა გიორგი ჯიბლაძემ. 

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ბენეფიციარების მიერ დაფინანსების კუთხით მოთხოვნა სხვადასხვაგვარია, თუმცა მათი დიდი ნაწილი მაღალმთიან დასახლებაში გესთჰაუსის ან კვების ობიექტის გახსნას გეგმავს.

„ფართოა მიმართულებები და სპექტრი, რაც ძალიან გვახარებს. ბენეფიციარები თავად ირჩევენ თუ რა მიზნობრიობით შეავსონ განაცხადი იმისთვის რომ მიიღონ დაფინანსება.

რაც შეეხება პროგრამის დეტალებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება  როგორც  შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

agropartner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.