„2019 წლის ჯადოსნური დასაწყისი“ – გაიგეთ რას გთავაზობთ „ჯორჯია პალასი“ ახალი წლის ღამეს
ნათქვამია, ახალ წელს როგორც შეხვდები ისეთი წელი გექნებაო, ალბათ ამიტომ ველოდებით ყველა მოუთმენლად ახალი წლის მოსვლას და ვცდილობთ, ეს დღე განსაკუთრებულად კარგი იყოს, რომ ამ განსაკუთრებულობამ მთელი წელი თან გვსდიოს.
გემრიელი კერძები, სასმელი, ცოცხალი მუსიკა, DJ, თამაშები, სურპრიზები – ეს ის არასრული ჩამონათვალია რასაც „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი“ ახალი წლის ღამეს გპირდებათ. აქ სასწაულებისა და სანტა კალუსის არსებობას ერთდროულად დაგაჯერებენ და მოგიწყობენ ისეთ ახალ წელს, რომელიც ალბათ მხოლოდ საშობაო ფილმებში თუ გინახავთ…
სადაც არ უნდა იყოთ, ან მიდიოდეთ გულთბილი დახვედრა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა პირველი შთაბეჭდილებისთვის… ჰო დაა…პირველი რასაც თქვენ 31 დეკემბერს „ჯორჯია პალასში“ დაინახავთ მომღიმარი სახეები იქნება, რომლებიც შამპანურის პირამიდისა და შოკოლადის ფანტანისკენ გაგიძღვებათ და სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ.
საღამოს გალა ვახშამი გელოდებათ, უგემრიელეს ქართულ კერძებთან ერთად, რომელსაც ცოცხალი მუსიკით Blue Sail Band-ი გააფორმებს და თქვენს განწყობას კიდევ უფრო ამაღლებულს გახდის.
იქნება გასართობი შოუ პროგრამა, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი წამყვანებით. მარტივი და სახალისო თამაშები, რომ ყველა სტუმარი ჩაერთოს და ყველას ჰქონდეს ძვირფასი საჩუქრების მოგების საშუალება…
12 საათზე მომაჯადოვებელი ფეირვერკი გელოდებათ, რომელიც თავისი სილამაზითა და ხმაურით ყველას ახალი 2019 წლის შემობრძანებას აუწყებს, თქვენ კი ამ ლამაზი სანახაობის ფონზე შეგიძლიათ უამრავი სურვილი ჩაიფიქროთ და დარწმუნებული იყოთ, რომ აუცილებლად აგისრულდებათ.
უკვე 2019-ში იწება ყველაზე მთავარი გართობა, 12 საათის შემდეგ დაიწყება ცეცხლოვანი შოუ და ლედ შოუ უკრაინელი გოგონების მონაწილეობით პირდაპირ აუზში. დილამდე თქვენს გართობაზე კი DJ იზრუნებს.
ამის გამოტოვებას ნამდვილად არ გირჩევდით, თანაც იქვე საახალწლო ქოხია, ფერადი, ლამაზი, სადაც გლინტვეინებს ამზადებენ, თბილს, გემრიელს, არომატულს, ხელები რომ კარგად უნდა შემოაჭდო ჭიქას, ჯერ თითები გაითბო და შემდეგ მისი გემოთი მთელი სხეული.
გართობა და დროს ტარება რად ფასობს თუ ეს ფოტოებზე არ აღბეჭდე?! ამაში „ჯორჯია პალასშიც“ გვეთანხმებიან და ამ ჯადოსნური საღამოს აღსაბეჭდად მისი უდიდებულესობა გიფერიც მოიწვიეს. ასე რომ შეგიძლიათ გადაიღოთ უამრავი გიფი, უთვალავი კომბინაციის მოძრაობებით და რაც მთავარია ღიმილიანი სახეებით!
არც ჩვენ გვჯერა, მაგრამ ასეთი ჯადოსნური დღესასწაულის მოწყობა „ჯორჯია პალასში“ ერთ ადამიანზე სულ რაღაც 120 ლარი დაგიჯდებათ, თანაც შეგიძლიათ TBC-ის საბანკო განვადებითაც ისარგებლოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია, ამიტომ გირჩევთ ჯავშნებზე იზრუნოთ, რომ ამ უპრეცედენტო გართობის მონაწილე თქვენც გახდეთ.
travelingeorgia.com