ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზა დაათვალიერა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28 კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო.
სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, პროექტის ფარგლებში კი გაიჭრა 6 მ. სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა, დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.
ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარია, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.
,,გაიჭრა სრულიად ახალი გზა, თუმცა ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, გასაწმენდი და დასასრულებელია გარკვეული მონაკვეთები. ამიტომ ამოვედით აქ, რომ ოპერატიულად დავგეგმოთ ეს სამუშაოები,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
www.travelinegeorgia.ge