ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მაია ომიაძემ ინვესტორთა საბჭოს ტურიზმის ადმინისტრაციის გეგმები გააცნო
14 მარტი, 2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ინვესტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. მაია ომიაძემ შეხვედრაზე გასული წელი შეაჯამა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.
საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, ახალი ბაზრების ა

თვისების მიზნით დაგეგმილ აქტივობებს, წელს საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებსა და მომსახურების სფეროში სერვისის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტებს.


ინვესტორთა საბჭო წარმოადგენს საჯარო-კერძო დიალოგის დამოუკიდებელ პლატფორმას, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობის მიზნით, ინვესტორთა საბჭო უზრუნველყოფს დიალოგის წარმოებას ბიზნეს საზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.