ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მაკდონალდსი საქართველო ქუთაისში უპრეცედენტო მასშტაბის რესტორანს ხსნის
13 ივლისი, 2017

18-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ყველაზე პოპულარული სარესტორნო გლობალური ქსელი — „მაკდონალდსი“ საქართველოს რეგიონებში გაფართოებას აგრძელებს: კომპანიის მსოფლიო რუკას, რომელიც 26,000-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს, ქუთაისის კიდევ ერთი რესტორანი უერთდება: 14 ივლისს, 14:00 საათზე, აღმაშენებლის მოედნის #1-ში რიგით მეორე „მაკდონალდსი“ იხსნება.

„„მაკდონალდსის“ ახალ რესტორანს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ანალოგი არ გააჩნია: პროექტი, რომელიც Lim Family-ს დიზაინითაა აგებული, სტანდარტულზე დიდი ზომისაა და სტუმრების დარბაზებთან ერთად, დაბადების დღის და ბავშვებისთვის განკუთვნილ ოთახებსაც აერთიანებს. რესტორნის მასშტაბურობას მისი განსხვავებული ფუნქციური დატვირთვა განაპირობებს: ნაგებობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონზე გათვლილი გადამზადების ცენტრი განთავსდება, რომელიც ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის „მაკდონალდსის“ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმუშავებს. სწორედ უპრეცედენტო მასშტაბის გამო, ქუთაისის მეორე „მაკდონალდსს“ გაორმაგებული ინვესტიცია მოხმარდა: თუ „მაკდონალდსის“ სტანდარტული ობიექტი საქართველოში 3 მილიონ ლარამდე ჯდება, მის განხორციელებაზე დახარჯულმა ინვესტიციამ 6 171 000 ლარს მიაღწია”, - განმარტავენ მაკდონალდსში. 

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.