ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მამუკა ხაზარაძე: თიბისი ჯგუფი და კომპანია ბორჯომი დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენენ
22 აგვისტო, 2017

ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარი თიბისი ჯგუფისა და კომპანია ბორჯომის მიერ აღდგება. ამის შესახებ განცხადება ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. კომპანია ბორჯომი ამ ინიციატივას დღეს საღამოსვე შეურთდა.

„თიბისი ჯგუფის და კომპანია ბორჯომის საერთო გადაწყვეტილებით, ამ მძიმე მომენტში ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას და სრულად აღვადგენთ ხანძრისგან გადამწვარ ბორჯომის ტყის 10 ჰექტარამდე ტერიტორიას, გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ ჩვენ არ დავზოგავთ ენერგიას და რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ, რათა ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე“- განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

imedinews.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.