ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მამუკა ხაზარაძე: ღვინომ და ყურძენმა ქართველი ერი გადაარჩინა
05 ოქტომბერი, 2017

მეათე საიბულეო რთველზე, რომელიც „შატო მუხრანში“ გაიმართა, „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ, მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ბიზნესმენი „საქმიან დილასთან“ ამბობს, მისთვის ეს დღე დღესასწაულია და წლიდან წლამდე ელოდება ამ პერიოდს. 

"რთველი არის გაწეული შრომის შედეგი. განსაკუთრებით ქართველებისთვის, ვისთვისაც ღვინო და ყურძენი არის ძალიან დიდი საიდუმლოება, რომელმაც, შეიძლება ესეც ითქვას, ჩვენ გადაგვარჩინა. ჭირშიც და ლხინშიც ქართველები ღვინით ვართ მომარჯვებულები და მე ვფიქრობ, მრავალჟამიერიც იმიტომ გვაქვს ასეთი მრავალფეროვანი, რომ კარგი ღვინო გვეჭირა ხელში.." - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.