მანგლისის ცენტრალური პარკი უახლოეს პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
პროექტი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მისი ჯამური ღირებულებაა დაახლოებით 300 ათას ლარს შეადგენს, რომელიც მანგლისის ცენტრალური პარკის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
მხარის ადმინისტრაციამ რეაბილიტაციის დეტალები გერმანული ბანკის წარმომადგენლებთან უკვე განიხილა.
პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტში მაისის თვიდან დაიწყება.
www.travelingeorgia.ge