ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მარანი ხეცურიანმა“ ღვინის აქსესუარების მსოფლიო ბრენდ „რიდელთან“ მემორანდუმი გააფორმა
21 ივნისი, 2018

საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში „მარანი ხეცურიანმა“ მსოფლიოში წამყვან აქსესუარების ბრენდ „რიდელთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, „რიდელთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, რამდენიმე წლის წინ შეიქმნა „რიდელის“ საფერავის ბოკალი, რომელიც გაყიდვაში ჩაეშვა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სამომავლოდ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავენ.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.