ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი: CHECK IN GEORGIA-ს პროექტი ბევრად უფრო ეფექტური გახდება
12 აპრილი, 2019

“ორი სტრუქტურის თანამშრომლობა განაპირობებს იმას, რომ check in georgia-ს პროექტის განხორციელება ბევრად უფრო ეფექტური გახდება,” – ამის შესახებ bm.ge-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა. 

საქმე იმაშია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, „ბლექ სი არენა“, ეკონომიკის სამინისტროდან სამართავად განათლების და კულტურის სამინისტროს გადაეცა და შესაბამისად, check in georgia-ს ღონისძიებებსაც, რისთვისაც ბიუჯეტში 20 მლნ ლარია ჩადებული, მიხეილ ბატიაშვილის უწყებამ უნდა მიხედოს. 

როგორც ქვრივიშვილი აღნიშნავს, ეს არის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის სინერგია. 

“კულტურული ღონისძიებები და თავის მხრივ ტურიზმის ხელშეწყობა, შესაბამისად, ძალიან სწორი ფორმით დარეგულირდა ის, რომ ერთად მოქმედებენ კულტურის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია მსგავსი სახის ღონისძიებებზე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია ტურიზმის ნაკადის შიდა, ისევე როგორც საერთაშორისო ნაკადის ზრდაზე,” – განაცხადა ქვრივიშვილმა. 

ცნობისთვის: მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან check in georgia-2019-ისთვის 20 მლნ გამოიყო, ღონისძიებების კალენდარი ამ დრომდე არაა ცნობილი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.