ევროპის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების დანიშვნა , იაპონიის და ჩინეთის ტურისტული ბაზრების ათვისება საქართველოს ტურიზმის 2025 წლის ახალი სტრატეგიის ნაწილია. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აჭარაში კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა .
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით ქვეყნის ტურიზმის ერთ ერთი მთავარი გამოწვევა ტურიზმის ბაზრის დივერსიფიკაციაა . „როგორც იცით 2015 წელს ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან წილი 91 % იყო, ჩვენი მიზანია 2025 წელს ტრადიციული ბაზრების წილი 70 %-მდე ჩამოვიდეს, ხოლო მაღალმხარჯველუნარიანი ბაზრების კი 30 %-მდე გაიზარდოს, ამიტომ ჩვენ ბევრად უფრო აქტიურები ვხდებით ევროკავშირის მიმართულებით. მნიშვნელოვანია დანიშნოს მეტი რეგულარული ავიარეისი ევროპის მიმართულებით. ასევე ჩვენ გვინდა რომ უახლოეს წლებში ძლიერი პოზოციები გვქონდეს იაპონიისა ჩინეთის ტურისტულ ბაზრებზე“, – განაცხდა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
აჭარის რეგიონში ტურისტული სეზონის გაზრდა ღონისძიების ერთ ერთი მთავარი თემაც იყო იმისათვის რომ ყველა სეზონზე აჭარა ტურისტებისთვის ევროპის მასშტაბით მიმზიდველი რეგიონი იყოს.