საქართველოში ღვინის საწარმოთა რაოდენობა 6 წლის განმავლობაში გაათმაგდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ღვინის ინდუსტრია, გაიზარდა ღვინის ექსპორტი, რასაც შედეგად, ღვინის საწარმოებისა და მარნების რაოდენობის გაზრდა მოჰყვა.
„თუ 2012 წელს საქართველოში 50-მდე სხვადასხვა მოცულობის ღვინის საწარმო და მარანი იყო, დღეს მათი რიცხვი 500-მდე გაიზარდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კახეთში ვიზიტის დროს მინისტრმა კომენტარი მიმდინარე რთველზეც გააკეთა.
„მეღვინეობის დარგში არსებული ჯანსაღი კონიუნქტურიდან გამომდინარე, რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია, გადამუშავებულია 130 ათასამდე ტონა ყურძენი; კახეთში მევენახეების შემოსავალმა 190 მლნ ლარს გადააჭარბა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
www.travelingeorgia.ge