ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Marriott-ი Airbnb-ის კონკურენციას გაუწევს – სასტუმროების საერთაშორისო ქსელი სახლების გაქირავებას იწყებს
01 მაისი, 2019

სასტუმროების საერთაშორისო ქსელი Marriott International  აშშ-ში საცხოვრებელი ფართის მოკლევადიანი ქირის სერვისის შექმნას გეგმავს, ამ გზით იგი კონკურენციაში შევა Airbnb-სთან  და სხვა ინტერნეტ კომპანიებთან, რომლებიც  ამ ბაზარზე მუშაობენ – წერს გაზეთი The Wall Street Journal.

Marriott  მსოფლიოს  სასტუმროების ბიზნეში პირველი მსხვილი ოპერატორი გახდა, რომელიც  აშშ-ში ამ დარგში მუშაობას დაიწყებს. გაზეთი აღნიშნავს, რომ ეს არის სავსებით ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ გიგანტი აპირებს მოკლევადიანი ქირით საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას.

მომხმარებლების მოსაზიდად გათვალისწინებულია რამდენიმე წამახალისებელი შემოთავაზება – კერძოდ, ისინი, ვინც ისარგებლებენ ახალი სერვისით, მიიღებენ ლოიალობის ქულებს, ისე, როგორც ეს იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაჩერდებოდნენ Marriott-ის სასტუმროში.

კომპანიაში დაადასტურეს ინფორმაცია ახალ ბაზარზე გასვლის თაობაზე.  მენეჯმენტის ინფორმაციით, ბოლო წლებში Marriott-ს სასტუმროებში ბევრი კლიენტი ატარებს 2-ჯერ ნაკლებ დროს, ვიდრე აქამდე. მათ აქვთ არჩევანი – ბევრად უფრო იაფი და მოხერხებული ბინები, რომლებიც ქირავდება სწორედ ინტერნეტ საიტებზე.

Marriott  არის მსოფლიოს სასტუმროების უმსხვილესი ოპერატორი მსოფლიოში, ის მართავს 1,3 მლნ. სასტუმრო ნომერს და ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Sheraton, W Hotels და  Ritz-Carlton.

2019 წლის აპრილში კომპანიამ უკვე აამუშავა საპილოტო პროექტი ევროპაში ბრიტანულ კომპანია Hostmaker-თან ერთად. ამჟამად Marriott-ი აქირავებს 340 ბინას პარიზში, რომში, ლისაბონში და ლონდონში.  იგივე სქემის გამოყენებას აპირებს შტატებშიც.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამჟამად Marriott ამერიკაში უძრავი ქონების მმართველ კომპანიებთან შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ეჭვგარეშეა, რომ მოკლევადიანი იჯარის ფენომენი მყარად დამკვიდრდა ბაზარზე და სასტუმროების მსხვილ ოპერატორებს სურთ თავიანთი წილის მიღება,“ – განაცხადა სასტუმროებში ინვესტირების დარგის სპეციალისტმა რაიან მელიკერმა.

მისი თქმით, თამაში იმ მოედანზე, სადაც დომინირებს Airbnb,  საკმაო რთული საქმეა და ის დაკავშირებულია დიდ რისკებთან.

„ამჟამად მსხვილი ოპერატორები  თავიანთ ფრანშიზებს წვრილ სასტუმროებში ყიდიან. ბინების მოკლევადიანი ქირის სერვისის სისტემის შექმნამ შეიძლება შეაფერხოს ეს პროცესი, და შეაშინოს პოტენციური პარტნიორები,“  – ამბობს მელიკერი.

კიდევ ერთი გამოწვევაა  – გასაქირავებლად გამოტანილ ბინებში უსაფრთხოების იგივე სტანდარტების დაცვა, რაც Marriott-ში – მსხვილ საერთაშორისო საბრენდო სასტუმროებში უსაფრთხოების სტანდარტი ძალიან მაღალია და ამის მიღწევა კერძო სახლებში და ბინებში შეუძლებელი იქნება.

თუმცა, პარალელურად მიდის შემხვედრი პროცესიც  – Airbnb, თავის მხრივ, გადის ტრადიციული სასტუმროების ბაზარზე. მარტში მისმა მენეჯმენტმა განაცხადა, რომ შეიძენს კომპანია Hotel Tonight Inc, რომელიც  კლიენტებს სხვადასხვა სასტუმროებში ნომრებს ფასდაკლებით სთავაზობს.

Airbnb-მ   ინვესტიციები ჩადო სასტუმრო ნომრების დაჯავშნის ინდურ სერვისს Oyo Hotels & Homes -შიც.

ამ დროისთვის  Airbnb არის კერძო საცხოვრებელი ფართების მოკლევადიანი იჯარის უმსხვილესი ოპერატორი, რომლის მეშვეობითაც წლიურად  5 მლნ.-მდე ბინა და სახლი ქირავდება.

Forbes


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.