უკვე 3 წელია გაგუების ოჯახი თბილისიდან საცხოვრებლად მარტვილში გადავიდა. ზაზა გაგუა ოჯახთან ერთად მეგრულ ოდაში მას შემდეგ გადასახლდა, რაც მარტვილის დაცული ტერიტორიების დირექტორის პოსტი შესთავაზეს. შეთავაზებას დათანხმდა და გადაწყვეტილებაც მაშინ მიიღო.
ზაზა გაგუას ოჯახის ცხოვრებას „რუსთავი 2“-მა სიუჟეტი მიუძღვნა. ბებია ბაბუის სახლში გადაცხოვრებულმა საკუთარი ბიზნესი დაიწყო და მოაწყო პატარა ღვინის მარანი, ბოსტანი, მცირე მეურნეობა, საოჯახო სამზარეულო ტურისტებისთვის.
მეგრულ ოდაში ტურისტებს მასპინძლობენ, მოწყობილ მარანში ღვინოს აწარმოებენ, აქვთ განსაკუთრებული ღვინოები, რომელსაც ზაზა გაგუას მეუღლე ქეთო აწარმოებს.
მეგრულ ოდაში სტუმრად მყოფ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთან ქეთო ამბობს, რომ როდესაც თავიდან ღვინის წარმოება დაიწყო, აქ ქალის ამ საქმეში ჩართვა იუცხოვეს, კიდევ უფრო მეტი გაკვირვება გამოიწვია, ღვინის წარმოების ტექნოლოგიამ. მან ოჯალეში ჭაჭის გარეშე დააყენა... და ექსპერიმენტმაც გაამართლა.
ოჯახმა მეგრულ ოდაში დასახლების შემდეგ ახალი ქვევრები შეიძინა, აქვთ 50-დან 500 ლიტრამდე მოცულობის ქვევრები. მცირე მოცულობა ექსპორტზეც გადის.
“დარწმუნებული ვარ, მარტვილის კანიონი წლიდან წლამდე ტურისტების რაოდენობის ზრდასა და რეგიონის განვითარებას ხელს შეუწყობს“, - იმედოვნებს ზაზა გაგუა.
www.travelingeorgia.ge