მარტვილის კანიონის გახსნიდან ერთი წელი გავიდა. ამ ერთი წლის განმალობაში კანიონი 120 604 ვიზიტორმა მოინახულა ხოლო მიღებული შემოსავალი 1 404 278 ლარია, - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მარტვილის კანიონის ხელმძღვანელი ზაზა გაგუა.
მარტვილის განახლებული კანიონი 16 ივლისს გაიხსნა. კანიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის მილიონ 300 000 ლარი დაიხარჯა.
აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ტურისტული ბილიკები, გადასახედები, ხიდები, ანგარი, ნავმისადგომი და ვიზიტორთა მოსაცდელი. რესტავრაცია ჩაუტარდა ქვაში ნაკვეთ დადიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს.
www.bm.ge