მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. სამუშაობზე 2,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა .
მარტვილის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია შეიქმნა სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად.
2018 წელს აკადემია მოამზადებს 180 ბავშვს. აკადემიის შენობა გასულ საუკუნეში სოფლის კოლმეურნეობას ეკუთვნოდა, ბოლო წლებში კი სოფლის კლუბის ფუნქციას ასრულებდა.
მარტვილის საფეხბურთო აკადემიით დაინტერესდა თბილისის „დინამო“. აკადემიასა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.
„დინამო“ 110 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს 5 ასაკობრივ ჯგუფზე. წელს „დინამო“ დამატებით 56 000 ლარს გამოყოფს მარტვილის აკადემიის კეთილმოწყობისთვის. თანხა დაიხარჯება აკადემიის პირველი სართულის მოსაწყობად: გასახდელი, კვების ბლოკი, სამრეცხაო, სამედიცინო კაბინეტის მოწყობა. რაც შეეხება „დინამო“-ს ბენეფიტს - პერსპექტიულ ბავშვებს კლუბი გადაიყვანს თბილისის აკადემიაში.
www.travelingeorgia.ge