ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მასშტაბური მარკეტინგული კამპანია სკანდინავიის ქვეყნებში
07 ივნისი, 2017

სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში მარკეტინგული კამპანია გამართა.

საქართველოს ტურისტული მიმართულების გაცნობის მიზნით კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში სპეციალური პრეზენტაციები მოეწყო.

ღონისძიებებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კერძო კომპანიებიც მონაწილეობდნენ: ჯორჯია ვანდერსი; „ვიზიტ ჯორჯია“; კავაკასუს თრეველი; ლოპოტა და საერთაშორისო ავიაკომპანია ატლას გლობალი. 
ერთი კვირის განმავლობაში სკანდინავიის სახელმწიფოების დედაქალაქებში ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა.

ღონისძიების მიზანია საქართველოში ტურისტების მოზიდვა დანიიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან.

ღონისძიებები სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან თანამშრომლობით გაიმართა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.