ახმეტის რაიონის სოფელ მატანში სპორტული კომპლექსისა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ბიუჯეტი 1,5 მლნ ლარია და სამუშაოები მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.
პროექტი ითვალისწინებდა კომპლექსის სრულად განახლებას, ეზოსა და მინი სტადიონის მოწყობას, ასევე - სოფელ მატანში 1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას.
www.travelingeorgia.ge