ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთში ტურისტული ინფრასტრუქტურა უმჯობესდება. თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა პანდუსები, გაკეთდება მოაჯირები, მოწესრიგდება განათებები.
დაგეგმილია ასევე საპარკინგე ტერიტორიისა და რკინა-ბეტონის ბილიკების მოწყობა.
ქედის მუნიიპალიტეტის მერის პირველი მოადგილის როლანდ ბერიძის თქმით, ყოველწლიურად იზრდება ტურისტების ნაკადი და მერია ცდილობს, ინფრასტრუქტურის განვითარებას მახუნცეთის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით.
მისივე თქმით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი თამარის ხიდთან მისასვლელი ტერიტორიის კეთილმოწყობაზე.
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარი დაიხარჯება.
ბათუმი-ხულოს ცენტრალური გზიდან 54 მეტრის მოშორებით მახუნცეთის ხიდია განთავსებული. ხიდი დიდი ზომისაა და ბუნებრივი კლდის ბურჯებს ეყრდნობა. მის ასაშენებლად ვულკანური წარმოშობის კლდის ქვაა გამოყენებული, კირის დუღაბზე. ხიდს 2008 წელს სრულყოფილი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა.
www.travelingeorgia.ge