ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მცირე ავიაციაში საკანონმდებლო ხარვეზია, კერძო თვითმფრინავს ვერ ვირეგისტრირებთ“
14 აპრილი, 2021

ახალი აეროკლუბი 1*209 (ერთი ორას ცხრა)_ ს გაშენება კანონში არსებული ხარვეზების გამო ფერხდება. აეროკლუბის დაარსების იდეა სფეროთი დაინტერესებულ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ ჯუფს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა.

კლუბი გასულ წელს დარეგისტრირდა და აეროდრომის გაშენებას თბილისთან ახლოს გეგმავდა. ამის შესახებ „კომერსანტი“ წერდა, რომ სავარაუდო ტერიტორიად თბილისის ძველი საბჭოთა აეროდრომი განიხილებოდა. თუმცა, როგორც იდეის ავტორი და კლუბის დამფუძნებელი ილია ინჯია განმარტავს, პროცესი ამ ეტაპზე შეფერხებულია და მზადდება დოკუმენტი რომელიც კერძო პირებს თვითმფრინავის რეგისტრაციის უფლებას მისცემს.

“წავაწყდით ისეთ პრობლემებს როგორსაც არ ველოდით_ ჩვენი აეროკლუბის წევრებს თვითმფრინავების შეძენა უნდოდათ, პატარა თვითმფინავები რომელიც ინდივიდუალურად შეიძლება გყავდეს. აღმოჩნდა რომ თურმე საქართველოს კანონმდელობით ვერ არეგისტრირებ ამ თვითმფინავებს. მსოფლიოში ყველგან არის ამის საშუალება და ყველგან რეგისტრირდება. ვერ აიღებ ფრენის უფლებას, ჩათვალეთ რომ მანქანა გყავდეს და ნომრებს არ გაძლევენ. ჩვენთან ჰყავთ ასეთი თვითმფინავები და უყენიათ ეზოებში. ამ პრობლემის წინაშე არის ზვიად ციკოლიაც , მან ააწყო თვითმფინავი და საქართველოში მის რეგისტრაციას ვერ ახერხებს. დავსხედით ყველა და გადავწყვიტეთ, რომ კანონში ასეთი ცვლილებები შესატანია და მოსამზადებელია, ამასობაში მოგვისწრო ოქტომბტის არჩევნებმა, მერე ახალი პარლამენტის შეკრებას დაველოდეთ. ახლა მზადდება ეს დოკუმენტი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ“, — განმარტავს ილია ინჯია.

კლუბის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ უკვე შეძენილი 4 თვითმფრინავი და საწყის ეტაპზე კლუბი კახეთში, ბიზნესმენ თემურ უგულავას აეროდრომზე იფუნქციონირებს, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება.


„ახლა აეროდრდომს ბიზნესმენი თემურ უგულავა აშენებს, რომელიც ოქტომბერში წესით უნდა დამთავრდეს,კახეთში, უდაბნოს ტერიტორიაზე. ჩვენ ისევ განხილვის დონეზე გვაქვს ეს, მაგრამ იქ უნდა განვავითაროთ ჩვენი კლუბი და შემდეგ გავყვეთ სხვა ტერიტორიაზე. თვითმფრინავები, ანგარი, კლუბი ჩვენი იქნება, იქნება სწავლის საშუალება და მასწავლებელი. უკვე შეკვეთილი გვაქვს cesna 72 და სამი A 22 პატარა თვითმფრინავები რაზც ასწავლიან თელავში.~

ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა ეს ამბავი ძალიან გვახარებს. ძალიან დიდი თანხები სჭირდება ყველაფერს, ზუსტად ვერ ვიტყვით. ამ კანონის არქონა აფერხებს ყველაფერს. მცირე თვითმფრინავის ყოლა არ არის ფუფუნების საგანი, თვითმფრინავის ფასი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ 45 დან 50 ათას ლარამდეა — საქართველოში ბევრად ძვირიანი მანქანები იყიდება. თუ ინფრასტრუქტურა იქნება საქართველოში, თვითმფრინავი ჩვეულებრივ გადაადგილების საშუალებად შეიძლება იქცეს“, - ამბობს აეროკლუბის დამფუძნებელი.

1*209 (ერთი ორას ცხრა) – ამ სახელის უკან ცნობილი მფრინავი ბესარიონ ქებურია დგას. ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც ოფიციალურად მიიღო მფრინავის დიპლომი პარიზში და მსოფლიოს 209-ე პილოტი გახდა. სწორედ ამას უკავშირდება კლუბის სახელის წარმომავლობა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.