საქართველოში სასტუმრობის დატვირთულობა საშუალოდ 29%-ია, მაშინ როცა პანდემიამდე ივნისის თვეში სასტუმროების საშუალო დატვირთულობა ქვეყნის მასშტაბით 70%-ის ფარგლებში იყო. დატვირთულობა გაცილებით მაღალია დიდი სასტუმროების შემთხვევაში - 48%, ხოლო მცირე სასტუმროების მხოლოდ 13%-იან დატვირთულობით მუშაობენ. TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით, დიდ სასტუმროდ მიიჩნევა ბრენდული სასტუმროები, სადაც ნომრების რაოდენობა 80-ს აღემატება; ხოლო მცირე სასტუმროდ მიიჩნევა ის სასტუმრო სადაც ნომრების რაოდენობა 80-ზე ნაკლებია.
რაც შეეხება ფასებს, დაბალი დატვირთულობის ფონზე სასტუმროები სტუმრების მიზიდვას დაბალი საფასო პოლიტიკით ცდილობენ. კერძოდ, დიდ სასტუმროებში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასები 34%-ით იყო შემცირებული.
კერძოდ აჭარაში სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები 11%-ით ჩამოუვარდება პანდემიამდელ მონაცემს, მაშინ როცა წლის პირველ კვარტალში შემცირება 44% იყო. კახეთში სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები 12%-ით არის შემცირებული, ხოლო თბილისში 49%-ით.
TBC კაპიტალში ელიან რომ სასტუმროების დატვირთულობა 2021 წელს 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 55%-ით ნაკლები იქნება. 2023 წლიდან კი დატვირთულობა მხოლოდ 5%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ ნიშნულს.
რაც შეეხება ფასებს, საინვესტიციო ბანკში ელიან რომ მაღალი კონკურენციის ფონზე სასტუმროებში დაბალი ფასები ხანგრძლივად შენარჩუნდება და 2023 წელსაც პრე-კრიზისულ მაჩვენებელზე დაბალი იქნება.
gbc.ge