მცხეთა-მთიანეთის საკურორტო ზონასა და მაგისტრალზე საზკვების 50 ობიექტიდან 25 დაჯარიმდა
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას ზამთრის კურორტებზე.
სააგენტომ როტაციის პრინციპით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საკურორტო ზონასა და მაგისტრალზე არსებული 50 ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს. გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც. სხვადასხვა შეუსაბამობის გამო 25 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.
სააგენტომ ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები გააცნეს და რეკომენდაციები მისცეს.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია განთავსდა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის მაისში გაფორმდა, რაც ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებას, უწყებებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას, ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.
www.travelingeorgia.ge