ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების კულტურის ცენტრი გაიხსნა
15 ივნისი, 2017

მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების კულტურის ცენტრი გაიხსნა.

ახალ კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს 450-კაციანი საკონცერტო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია პროფესიული სტანდარტების, უმაღლესი კლასის ვიდეო, აუდიო, გახმოვანებისა და განათების სისტემებით. შენობაში განთავსებულია სარეპეტიციო დარბაზები, საგრიმიოროები, ხმის ჩამწერი სტუდია, საოპერატოროები, სარეჟისორო, საკონფერენციო, ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები.

2012 წელს მომხდარი ხანძრის გამო, ქალაქი მცხეთა კულტურის სახლის გარეშე იყო დარჩენილი. ახალი ცენტრის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო.

ცენტრი პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა გახსნა. პრემიერმა ასევე დაათვალიერა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები. პროექტი მოიცავს 2 საცურაო აუზს და დახურულ მრავალფუნქციურ დარბაზს. მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.