ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მცხეთაში „მგალობლიანთკარის“ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
13 ივნისი, 2018

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ქალაქ მცხეთაში მდებარე ე.წ. „მგალობლიანთკარის“ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ეკლესია დგას მცხეთის გარეუბან კოდმანში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ეკლესია დარბაზულია (6,37×4,63 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით, გადახურულია კრამიტით.

გამოყენებულია აგურიც (კარ-სარკმელთა თაღები და ლავგარდანი).

ღრმა, ნახევარწრიულ აბსიდში ექვსი ნიშია. დარბაზი გეგმით კვადრატულია. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლებში თითო სარკმელია.დასავლეთის კედელი საბჯენი თაღითაა შემოსაზღვრული.

თაღი ცილინდრული კამარის ქუსლის დონეზე იკვეთება. ეკლესიის ლავგარდანი აგურისაა (ორ ჰორიზონტალურ რიგად დალაგებულ აგურებს შორის ჩასმულია სამკუთხად ნაშვერი აგურები). მგალობლიანთკარის ეკლესიას ადგილობრივები წმ. გიორგის სახელობის ეკლესიად მოიხსენიებენ 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.