ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარში საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდება
28 ივნისი, 2018

მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარში საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მიზნად ისახავს ტაძრის ინტერიერში,დაზიანებული ქვების კონსერვაციას, გაფხვიერებული და განშრევებული ზედაპირების კონსოლიდაციას, წინა პერიოდის ამორტიზირებული სარესტავრაციო ჩარევების მექანიკურ მოხსნას და ნაკლული ადგილების რეკონსტრუქციას.

მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარის ქვის კონსერვაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის ტანამშრომლობით გადაწყდა.

პროექტი წარმოადგენს 2016 წელს დაწყებული მცირე ჯვრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ ეტაპს, პროექტს ხელმძღვნელობს პროფ.ნანა კუპრაშვილი, სამუშაო პროცესში ჩართულები არიან რესტავრატორ-კონსერვატორები და სტუდენტები თბილისის სამხატვრო აკადემიიდან, რომლებიც პრაქტიკას გადიან უშუალოდ ქვის კონსერვაციის დისციპლინაში.

მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. ნაგებობა 545-586 წლებშია აგებული. დღესდღეისობით ტაძრის სამშენებლო მასალის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. დროთა განმავლობაში,ბუნებრივი პირობების ზემოქმედებისა და სტრუქტურის შესუსტებამ სხვადასხვა დაზიანებები წარმოქმნა.ამდროისთვის ტაძრის ინტერიერში,ზემოთ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე შემდეგი ტიპის დაზიანებები აღინიშნება.ქვის ზედაპირის აქერცვლა, ქვის განშრევება, ქვის გაფხვიერება, ქვის ზედაპირის სახეცვლა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.