ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მცხეთის საკრებულოში ქალაქის გენერალური გეგმის ხელახლა დასაწერად UNESCO-ს ექპერტს ელოდებიან
08 მაისი, 2017

მცხეთის საკრებულოში ქალაქის გენერალური გეგმის ხელახლა დასაწერად იუნესკოს ექპერტს ელოდებიან. როგორც საკრებულოს წევრმა რევაზ მამულაშვილმა „საქმის კურსს“ განუცხადა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტიდან ექსპერტი მცხეთას მიმდინარე თვის განმავლობაში ეწვევა. 

„ჩვენ წერილი გავუგზავნეთ იუნესკოს გენერალურ მდივანს და ასეთი წერილი მოვიდა, რომ აუცილებელია გათვალისწინებული იყოს მცხეთის საკრებულოს განცხადება. ექსპერტი ჩამოვა და აგვიხსნის, როგორ უნდა დაიწეროს გენერალური გეგმა, რას უნდა პასუხობდეს, რა სჭრიდება ქალაქს, როგორ უნდა დაიცვა კულტურული მემკვიდრეობა, როგორი უნდა იყოს მოსახლეობის ჩართულობა, და ა.შ. გამოცხადდება ტენდერი და გენერალური გეგმა თავიდან დაიწერება“, - განაცხადა მამულაშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ მცხეთის საკრებულომ შპს „სალი 2011“-ის მიერ მომზადებული ქალაქის განვითარების გეგმა დაიწუნა. საკრებულოს წევრები აცხადებდნენ, რომ დოკუმენტი ქალაქის იერსახეს სრულიად ცვლის და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. გეგმა მცხეთის მერიის ინიციატივით და მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით დაიწერა, რაც 160 ათასი ლარი დაჯდა. 

მცხეთის მიწათსარგებლობის ახალგენერალურ გეგმაზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს დაიწყო. მუშაობის დასრულებამდე, 2015 წლის აგვისტოში, მთავრობამ იუნესკოს რეკომენდაციით, მცხეთაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასა და იქ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან გასულ წელს ამოიღო.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.