ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
27 აგვისტო, 2018

მუნიციპალური განვითარების ფონდი, თბილისში, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარს სცდება.

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები ითვალისწინებს მზიურის პარკიდან ვაკის სასაფლაოს ტერიტორიამდე, მდინარის კალაპოტის გაწმენდას, ფორმირებას და მცირე მონაკვეთზე მის მოქცევას ბეტონის მოქნილ ლეიბებით დაცულ არხში. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორისაა წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია, მდინარე ვერეს კალაპოტში ნატანდამჭერი და ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა. ფონდი, ასევე ახორციელებს მზიურის პარკის რეაბილიტაციას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.