ქართულმა ღვინომ საქართველოს ისტორიაში პირველად გრანდ ოქროს ტიტული მოიპოვა. ჯილდოს მფლობელი „მეღვინეობა ჩელთი“ გახდა. როგორც „კომერსანტს“ მარნის გენერალურმა მენეჯერმა ანდრია მირიანაშვილმა განუცხადა „პროვაინის“ გამოფენაზე მათ მიერ წარდგენილმა ხუთი სხვადასხვა სახეობის ღვინომ უმაღლეს ნომინაციაში გაიმარჯვა და ხუთი ოქროს მედალი მიიღო.
მისი თქმით, კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას, როგორც ევროპის ასევე მსოფლიოს მასშტაბით.
„გამოფენა „პროვაინი“, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, ჩვენმა ხუთმა ღვინომ გაიმარჯვა და 5 ოქროს მედალი ავიღეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო იყო გრანდ ოქრო, რომელიც „საფერავი ქვევრი 2015“-მა აიღო და მოხვდა მსოფლიოს 30 საუკეთესო ღვინოთა შორის. გრანდ ოქრო, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ საქართველოსთვის პირველი ჯილდოა, რომელიც დღემდე არც ერთ ღვინოს არ აუღია. რაც შეეხება გამოფენა „პროვაინი“ ევროპის ყველაზე დიდი გამოფენაა, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ღვინის მწარმოებელი კომპანია იღებს მონაწილეობას,“— განაცხადა ანდრია მირიანაშვილმა.
მარანმა „მეღვინეობა ჩელთმა“ კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა იაპონიის ბაზარზე. საკურას ფესტივალზე, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2019 გაიმართა. როგორც „კომერსანტისთვის გახდა ცნობილი, გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა 14-მა კომპანიამ წარადგინა. მათ შორის ჩელთის მიერ წარმოდგენილი ოთხი ღვინიდან, ოთხივემ ოქროს მედალი მიიღო.
იაპონიაშიც, საკურას კონკურსზე გავაგზავნეთ 4 ღვინო და ოთხივემ აიღო ოქროს მედალი. საფერავი ქვევრის 2015 წლის, „საფერავი 2015 წლის“, „ჩელთი თეთრი ქვევრის 2016“ წლის“ და „საფერავი 2008“ წლის. ჩვენი ღვინის ფასები დაახლოებით 30 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს და მისი შეძენა შეგიძლიათ, ღვინის მაღაზიებში,“– აღნიშნავს მირიანაშვილი.
ზემოთ აღნიშნული ფესტივალის გარდა “ჩელთიმ“ მონაწილეობა მიიღო 2018 წლის მარტში ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში ჩატარებულ „ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენაზე (The 98th China Food & Drinks Fair). როგორც ჩელთის მენეჯერი აღნიშნავს, ეს მხოლოდ დასაწყისია და მარანი სამომავლოდ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ყველა იმ ფესტივალში, რომელიც მათ ცნობადობას გაზრდის.
„მეღვინეობა ჩელთის“ სამომავლო მიზანია, გაყიდვები გაზარდოს აზიაში და პარალელურად ევროპის ბაზარზეც გააქტიურდნენ. ასევე აპირებს თავიანთი ღვინო, სამხრეთ კორეაში გამოფენაზე წარადგინოს.
„ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო“ — „ვაშინგტონ პოსტში“ ამ სათაურით გამოქვეყნებული სტატია ამერიკელ მკითხველს არც მეტი არც ნაკლები ქართულ ღვინოს – „ჩელთს“ აცნობდა. ცოტა ხნის წინ კი „ჩელთის“ 2011 წლის საფერავი, სიმბოლურად, ბრიტანეთში, სამეფო ქორწილშიც იყო წარმოდგენილი.
„მეღვინეობა ჩელთის“ სამომავლო მიზანია, გაყიდვები გაზარდოს აზიაში და პარალელურად ევროპის ბაზარზეც გააქტიურდნენ. ასევე აპირებს თავიანთი ღვინო, სამხრეთ კორეაში გამოფენაზე წარადგინოს.
„ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო“ — „ვაშინგტონ პოსტში“ ამ სათაურით გამოქვეყნებული სტატია ამერიკელ მკითხველს არც მეტი არც ნაკლები ქართულ ღვინოს – „ჩელთს“ აცნობდა. ცოტა ხნის წინ კი „ჩელთის“ 2011 წლის საფერავი, სიმბოლურად, ბრიტანეთში, სამეფო ქორწილშიც იყო წარმოდგენილი.
ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 80 ჰექტარზე მეღვინეობა „ჩელთის“ ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული. ღვინის ქარხანა წელიწადში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ათი სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია, მას ბიზნესის განვითარებაში შვილი 24 წლის ანდრია მირიანაშვილი ეხმარება.
commersant.ge