ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"მეღვინეობა ხარება" საბუეში საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს
14 თებერვალი, 2022

„მეღვინეობა ხარება“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

კომპანიამ სახელმწიფოსგან სოფელში მდენარე 41 907 კვ.მ. არასასოფლო მიწა შეიძინა. რაშიც 339 000 ლარი გადაიხადა.

აღებული ვალდებულებით, მეღვინეობამ არაუმეტეს 36 თვეში მიწის ნაკვეთზე არანაკლებ 3 მლნ ლარის საინვესტიციო პროექტი უნდა განახორციელოს. ასევე სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში, ბიუჯეტში გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხა - 13726.8 უნდა გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ „მეღვინეობა ხარებას“ იანვრის ბოლოდან ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ეს პოსტი ზურაბ გოზალიშვილისგან ალექსანდერე ხარებავამ გადაიბარა.

„მეღვინეობა ხარებას“ გააჩნია 1500 ჰექტარზე მეტი ვენახი, სადაც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები. დღესდღეობით ღვინის წარმოება ხდება კახეთისა და იმერეთის რეგიონებში. კომპანია ასევე ფლობს საკუთარ ღვინის მაღაზიებს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.