"მეღვინეობა ხარება"-ს მაღაზიებს კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა.
კომპანიამ ღვინის მოყვარულთათვის ყაზბეგში (სტეფანწმინდა, თერგდალეულების N1) გახსნა საფირმო მაღაზია, სადაც მომხმარებელს კომპანიის წარმოებულ, საუკეთესო ხარისხის ევროპული და ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ღვინოებს სთავაზობს.
მეღვინეობა ხარება ქვეყნის სხვადასხვა რაიონში აწარმოებს შესაბამისი სახეობის ღვინოებს.
თანამედროვე ბაზრისა და ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით "მეღვინეობა ხარება"-მ მოახდინა არსებული ქარხნის რეორგანიზაცია და მნიშვნელოვნად დახვეწა ქარხნის ტექნიკური აღჭურვილობა. კომპანიას პირად საკუთრებაში გააჩნია 1000 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.
"მეღვინეობა ხარებას" გააჩნია ყურძნის 25 ჯიში, 7 ადგილწარმოშობა და 50 დასახელების ღვინო.
კომპანია ასევე სთავაზობს ღვინის ტურებს მსურველებს, რესტორანი და კაფე-ბარი „ხარება.“
www.travelingeorgia.ge