მეჯვრისხევიდან კვარხეთის ცენტრამდე გზის 2,7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.
ტენდერი უკვე გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 985 312 ლარია.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა (335 006 ლარი) და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (650 306 ლარი) დაფინანსებით განხორციელდება.
წინადადებების მიღების ბოლო ვადა 11 ივნისია. სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში დასრულდება
პროექტის მიხედვით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი და ახალი სანიაღვრე სისტემა.
დაზიანებული საფარის გამო გზაზე გადადგილება უჭირთ როგორც ავტომობილებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
www.travelingeorgia.ge