ეკოტურისტული მეურნეობა Melaanian Vintage 2022 წლის ტურისტულ სეზონს პირველად ხვდება სრულყოფილი სერვისებით.
როგორც კომპლექსის დამფუძნებელი თეო თაბორიძე "ბიზნესპარტნიორთნ" ამბობს, Melaanian vintage–ში უკვე შესაძლებელია, როგორც განთავსება, ასევე ლოკალური სამზარეულოს დეგუსტაცია, მასტერკლასები, სათავგადასავლო და შემოქმედებითი ტურებით ტკბობა.
"იქედან გამომდინარე, რომ პანდემიის შემდეგ პირველი სეზონია მოლოდინი ცოტა პესიმისტური გვქონდა, თუმცა აპრილში უკვე გამოჩნდნენ საერთაშორისო ვიზიტოროები და ყოველი თვე უკეთესი შედეგით მთავრდება და ახლა უკვე გაათმაგებული ენთუზიაზმით და ძალით ვცდილობთ ვიყოთ გამორჩეული ემოცოების და გამოცდილების მიმცემი მასპინძელი.
ყველასათვის ცნობილია ჩვენი ეკოტურისტული მეურნეობის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი ბიო-ნატურალური ჩაი. შევქმენით კახური ჩაის პრეცენდენტი. გვაქვს ველური ვარდის კოკრების და ბარამბოს ფურცლების ჩაი. ასევე სეზონზე კიდევ ერთი უნიკლური გამოცდილება შევთავაზეთ ბაზარს, ეს არის ჩაის შეგროვების აგრო-შემოქმედებითი ტური. მაშინ, როცა ჩვენი მეგობრები ადგილობრივი მოხალისეები გვეხმარებოდნენ ნედლეულის შეგროვებაში ყველა აღნიშნავდა რამდენად საინტერესო, სასიამოვნო და დაუვიწყარია ველური ვარდის კოკრების შეგროვება. სწორედ ეს იყო ტურების შექმნის ინსპირაცია, რომელიც მოიცავს ჩაის შეგროვებას, ჩაის ცერემონიას მეურნეობაში და საკუთარი ხელით შეგროვებული ჩაის გაშრობას და თან წაღებას," – აღნიშავს თეო თაბორიძე.
მისივე თქმით, მიუხედავად ამ ეპატაჟური წამოწყებისა, ტური "მელაანური ჩაის გზა" შედგა, მეტიც, ერთიანად იწვევს აღფრთოვანებას, როგორც ადგილობრივებში, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებში.
"ვიზიტორების ინტენსივობამ მოლოდინს გადააჭარბა, გვყავს როგორც ადგილობრივი დამსვენებლები ასევე უცხოელი სტუმრები, ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჩაის ტურით დაინტერესებული ადამიანები ღამისთევითაც სარგებლობენ და დანარჩენი სერვისებითაც. ვფიქრობ, ეს სეზონი საინტერესო და შედეგიანი იქნება. რაც შეეხება სიახლეებს, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე დადგა საჭიროება გავზარდოთ წარმოება და უახლოეს პერიოდში ჩვენი დღის წესრიგი სწორედ ამ კუთხითაა დატვირთული, შევაგროვოთ ნედლეული და მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად დავაკმაყოფილოთ პროდუქტზე მოთხოვნილება,"–ამბობს, Melaanian vintage–ის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, Melaanian vintage საოჯახო ტიპის ეკოვინტაჟური სასტუმროა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში მდებარეობს და რამდენიმე მომსახურებას აერთიანებს, მათ შორისაა გასტრონომიული მასტერკლასები, ისტორიული ადგილების დათვალიერება და გასვლითი ტურები ბუნებაში.