როგორც ეკოტურისტული კომპლექსის Melaanian Vintage-ის დამფუძნებელი თეო თაბორიძე "ბიზნესპარტნიორთნ" ამბობს, ზაფხულის ცხელი ტურისტული დღეები ნაყოფიერად გამოიყენეს და ბევრი მუშაობის შემდეგ ბაზარზე დაბრენდილი გამოიტანეს.
"ჩაის ტურების დასრულებისთანავე შევუდექით ჩაის ნედლეულის შეგროვებას, მიმდინარე სეზონზე დაგეგმილი გვქონდა ჩაის ხაზის უფრო მეტად განვითარება, მოვიპოვეთ მცირე საგრანტო დაფინანსება მზის ენერგიაზე მომუშავე საშრობი დანადგარის შესაძენად. ყველაფერთან ერთად აქტიურად ვიმუშავეთ ცალკე "მელაანური ჩაის" ბრენდბუქზე და ორ თვიანმა დაუღალავმა შრომამ ეს შედეგი გამოიღო.
როგორც იცით, გვქონდა ორი სახის ჩაი წარმოებაში ველური ვარდი და ბაბრამბო, ახალ სეზონზე კი ახალი სახეობა დავამატეთ. ეს არის თავშავას ყვავილი რომელიც ასევე ძალიან სასარგებლო და გამორჩეული გემოა ჩვენი ჩაის ასორტიმენტში. მიმდინარე სეზონზე ასევე დავამატეთ კონტრაქტორი ჩაის მაღაზია და ახლა ჩაიმანიას ფილიალებთან ერთად ბათუმის ერთ-ერთ ჩაის სახლშიცაა ჩვენი პროდუქტის შეძენა შესაძლებელი."- აღნისნავს თეო თაბორიძე.
ახალი ბრენდირების ქვეშ სამივე სახეობის ჩაი ერთიანდება, რომლიც 50 და 70 გრამიან შეფუთვებშია და ერთი ქილის ფასი 25 ლარამდე მერყეობს.
შეგახსენებთ, რომ Melaanian Vintage-მა რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი უნიკლური გამოცდილება შევთავაზეთ ბაზარს, ეს არის ჩაის შეგროვების აგრო-შემოქმედებითი ტური, სადაც მოხალისეები ნედლეულის შეგროვებაში იღებენ მონაწილეობას.
ცნობისთვის, Melaanian vintage საოჯახო ტიპის ეკოვინტაჟური სასტუმროა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში მდებარეობს და რამდენიმე მომსახურებას აერთიანებს, მათ შორისაა გასტრონომიული მასტერკლასები, ისტორიული ადგილების დათვალიერება და გასვლითი ტურები ბუნებაში.
business-partner.ge