ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მემორანდუმი მცხეთაში ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის
14 თებერვალი, 2018

ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებას ისახავს მიზნად მემორანდუმი, რომელიც მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მცხეთის მუნიციპალიტეტთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან გააფორმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თორნიკე ზირაქიშვილის თქმით, მცხეთა განსაკუთრებული ტურისტული ადგილია საქართველოსთვის და ამიტომ მნიშნელოვანია მემორანდუმის გაფორმება.

„ეს არის ადგილი, სადაც ტურისტები იწყებენ საქართველოს კულტურისა და ისტორიის გაცნობას. ეს არის უნიკალური, იუნესკოს მიერ აღიარებული ძეგლი და საქართველოს განსაკუთრებული ტურისტული შეთავაზება. მემორანდუმი ითვალისიწნებს სამუშაო ჯგუფის შექმნას და თანამშრომლობას იმისათვის რომ ყველა ტურისტს უკეთესი შეთავაზება ჰქონდეს მცხეთასთან მიმართებაში“, - განაცხადა ზირაქიშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთაძე მცხეთა საქართველოს ტურისტულ მექას უწოდებს.

„მცხეთა ჩვენთვის ვფიქრობ, რომ მართლაც არის ტურისტული მექა, ყველაზე მეტად დატვირთული ტურიზმით.

ამ მემორანდუმით ჩვენ შევკარით ერთიანობის პრინციპი. ჩვენ მცხეთის მუნიციპალიტეტში არაერთ პროექტს ვახორციელებთ იქნება ეს არქეოლოგიური გათხრები თუ კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, ტურისმიზ ადმინისტრაცია კი ჩაერთვება იმ მთავარი პროცესებით რაც სჭირდება ამ ტურისტულ მექას. მუნიციპალიტეტის ვალდებულებები კი ისედაც გულისხმობს გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულბას ჩვენთან ერთად“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთაძემ.

www.travelingeorgia.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.