ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მერაბ სეფაშვილი, დათო ილურიძე ცოცხალ ბენდთან ერთად და დიჯეი ზუკ – გაიგეთ რას გთავაზობთ რესტორანი „მარანი“ გიორგობის საღამოს
14 ნოემბერი, 2018

23 ნოემბერი, გიორგობის დღესასწაული, შემოდგომა-ზამთრის გასაყარი….. შემოდგომის ამინდები ამ დროს ქალაქს ბოლოჯერ ათბობს ოქროსფერი მზის სხივებით. ქართველებისთვის გიორგობა ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, ამიტომ ყველა ცდილობს ეს დღე განსაკუთრებულ, თბილ, მყუდრო და კომფორტულ გარემოში გაატაროს, ამ ყველაფერს ერთ სივრცეში კი რესტორანი „მარანი“ გთავაზობთ.

„მარანი“ გრიშაშვილის დაღმართზე ნახევარი წლის წინ გაიხსნა, თუმცა თბილისის გული უკვე მოიგო, თავი დაამახსოვრა ყველა სტუმარს თავისი განუმეორებლობით.
რესტორანი და ბარი „მარანი“ ყველა გემოვნებისა და ასაკის ადამიანზეა მორგებული, ყველა სტუმარი ამჩნევს, როგორ შთამბეჭდავადაა შერწყმული მოდერნი და სიძველე ერთმანეთში.
აქ ყველაფერი განსაკუთრებულია, კერძები, გარემო, მომსახურება, მუსიკა, თუმცა „მარანის“ სავიზიტო ბარათად მაინც ტერასა ითვლება, საიდანაც მთლიანად ხელისგულივით იშლება ძველი თბილისის საოცარი ხედები. აქედან ყველაზე ახლოს ხარ ძველი თბილისის დიდებულებასთან და ისტორიასთან.

იქიდან გამომდინარე, რომ სტუმრებს ტერასაზე დასხდომა და ამ ხედებით ტკბობა ძალიან უყვართ, რესტორანმა იგი მინით დახურა, რადგან მომხმარებლები სუსხიანმა საღამოებმა არ „შეაშინოს“, თბილად მოკალათდნენ და კვლავაც დატკბნენ თბილისური ხედებით.
სწორედ ამ საოცარ გარემოში შეგიძლიათ გაატაროთ გიორგობის საღამო, 20:00 საათიდან თქვენს ამაღლებულ განწყობაზე მერაბ სეფაშვილი, Dato Iluridze with LIVE BAND და DJ. Zuk-ი იზრუნებენ.

გემრიელ ქართულ-ევროპულ კერძებს მაროკოელი შეფ-მზარეული მოგიმზადებთ და ახალ არომატებსაც გაზიარებთ. სასმელს კი კერძის მიხედვით შეარჩევთ, არჩევანი დიდია, მთავარი თქვენი გემოვნებაა.
ასე რომ ნუ შეგაშინებთ შემოდგომის დასასრულის სუსხიანი საღამო, შეიქმენით განწყობა და აჩუქეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს გიორგობის დაუვიწყარი დღესასწაული. ესტუმრეთ „მარანს“ და აღმოაჩინეთ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.