ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში
13 ივნისი, 2022

19 ივნისს შატო მუხრანი პირველად უმასპინძლებს მერანოს ღვინისა და საკვების ფესტივალს. ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან ასოციაცია“ ქართული ღვინო“, ღვინის ეროვნული სააგენტო, მერანოს ღვინის ფესტივალი და Wine Hunter-ი. ფესტივალის პარტნიორია შატო მუხრანი.

მერანოს ღვინისა და საკვების ფესტივალი ერთ-ერთი წამყვანი და უნიკალური ღონისძიებაა მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც 1992 წლიდან ტარდება. მისი მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს უნიკალური ღვინისა და საკვების მწარმოებლების ცნობადობის ამაღლებას, მარკეტინგს და ქვეყნის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით. წელს ფესტივალი პირველად იტალიის ფარგლებს გარეთ ტარდება და მოხარულები ვართ, რომ სწორედ საქართველო იქნება ამ ღონისძების ჩატარების ადგილი. დეტალური ინფრომაცია უშუალოდ მერანოს ღვინის ფესტივალზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. https://meranowinefestival.com/en/

ფესტივალი იქნება ერთ დღიანი და დაიტვირთება სხვადასხვა აქტივობებით, როგორიცაა ადგილობრივი ისე უცხოური ღვინოების დეგუსტაცია, საკვების დეგუტაცია, სხვადასხვა მასტერკლასები, მათ შორის საკვების მასტერკლას ჩაატარებენ იტალიიდან ჩამოსული შეფ მზარეულებიც. ფესტივალში მონაწილეობას საკუთარი სტენდებით მიიღებენ ღვინის კომპანიები და კვების ობიექტები პროდუქტების მწარმოებლები. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება იტალიის სხვადასხვა რეგიონის ღვინო. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, საზოგადოებას წარუდგინონ თავიანთი პროდუქცია და ადგილზევე მოახდინონ მისი რეალიზაცია.

ფესტივალის ბილეთები იყიდება TKT.ge ზე.

მასტერკლასის ბილეთის შეძენის შემთხვევაში ფესტივალსე შესვლა უფასოა.

კულინარიული მასტერკლასების ბილეთები, რომელსაც წარუძღვება სპეციალურად მოწვეული იტალიელი შეფ-მზარეული Antonio Tubelli: https://www.youtube.com/watch?v=-IVpe6H9F0g

 

1) იტალიური სამზარეულოს მასტერკლასი-დეგუსტაცია, იტალიურ ღვინოსთან შეხამებით. მასტერკლასს წარუძღვება იტალიიდან სპეციალურად მოწვეული მაესტრო შეფი ანტონიო ტუბელი. Maestro Chef Antonio Tubelli - 12:00 სთ - 150 ₾ - 20 ადგილი

2) იტალიური სამზარეულოს მასტერკლასი-დეგუსტაცია, იტალიურ ღვინოსთან შეხამებით. მასტერკლასს წარუძღვება იტალიიდან სპეციალურად მოწვეული მაესტრო შეფი ანტონიო ტუბელი. Maestro Chef Antonio Tubelli - 14:00 სთ - 150 ₾ - 20 ადგილი

3) ქართული სამზარეულოს მასტერკლასი - შატო მუხრანის XIX საუკუნის აღდგენილ სასახლეში გასტრონომიული გამოცდილების მიღების იშვიათ შესაძლებლობას გთავაზობთ. ჩვენი შეფ-მზარეული ალექსანდრე ტატიშვილი წარმოგიდგენთ ქართული ადგილობრივი ნედლეულითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინტერნაციონალური კერძების შექმნის მასტერკლასს.

ეზიარეთ თანამედროვე სამზარეულოს საიდუმლოებებს, მოამზადეთ და დააგემოვნეთ ქართული კერძები - 16:00 სთ - 150₾ - 20 ადგილი

4) ქართული სამზარეულოს მასტერკლასი - შატო მუხრანის XIX საუკუნის აღდგენილ სასახლეში გასტრონომიული გამოცდილების მიღების იშვიათ შესაძლებლობას გთავაზობთ. ჩვენი შეფ-მზარეული ალექსანდრე ტატიშვილი წარმოგიდგენთ ქართული ადგილობრივი ნედლეულითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინტერნაციონალური კერძების შექმნის მასტერკლასს.

ეზიარეთ თანამედროვე სამზარეულოს საიდუმლოებებს, მოამზადეთ და დააგემოვნეთ ქართული კერძები - 18:00 სთ - 150₾ - 20 ადგილი

12 წლამდე ასაკის ბავშების შემოსვლა ფესტივალზე უფასოა.




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.