ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მერია მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, დაინტერესებულ პირებს მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში გადასცემს
05 ივლისი, 2018

დედაქალაქის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, დაინტერესებულ პირებს მიწის ნაკვეთებს 25-წლიანი იჯარის ნაცვლად, საკუთრებაში 1 ლარად გადასცემს.

კახა კალაძის განცხადებით, რადგანაც მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა სასურველი შედეგით ვერ დასრულდა, ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ და შეცვლილი პირობებით გამოცხადდება.

მიწისქვეშა პარკინიგის მოწყობა იგეგმება სამ ლოკაციაზე - სადგურის მოედანი, მეტროსადგურ „ვარკეთილი“ და გეგეშიძის სკვერი. ლოკაციები ბაზრის კვლევის საფუძველზეა შერჩეული და სწორედ ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

თბილისის მერის თქმით, არის მოლოდინი, რომ ამჯერად, ბიზნესის მხრიდან ინტერესის გამოხატვა მაღალი იქნება. ჯამურად კი, სამივე ლოკაციის შემთხვევაში, 715 ავტომობილისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა იგეგმება.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.