ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მერიამ „თბილისობა 2018“-სთვის გარევაჭრობისთვის ნებადართული ადგილები განსაზღვრა
26 სექტემბერი, 2018

დედაქალაქის მერიამ „თბილისობა 2018“-სთვის ის ადგილებიც შეარჩია, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, გამოყოფილ ადგილებზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინოს და გაყიდოს.

მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობისთვის გამოყოფილი ლოკაციებია: ჩუღურეთი - ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორია; სამგორი - ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია; გლდანი - ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებული სივრცე; დიდუბე - სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორია. საბურთალო - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია; ვაკე - გეგეშიძის ბაღი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.