"სითი ინსტიტუტი - საქართველო" თბილისის მერიას შავნაბადას ტერიტორიაზე საქალაქო პარკის გაკეთებას ურჩევს. ამის შესახებ "საქმის კურსს" თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა და კომპანიის წარმომადგენელმა მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, მართალია შავნაბადას მთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2011 წლის შეთანხმდა პროექტი, მაგრამ ინვესტორებთან მოლაპარაკებები შესაძლებელია.
"ადგილზე მშენებლობა დაწყებულია. ეს ადამიანები საღად გვეუქნებიან, რომ მათ შეათანხმეს პროექი, აიღეს ნებართვა და გადასახადები გადაიხადეს. იქ უკვე გაკეთებულია წყლის ინფრასტრუქტურა, გოლფის მოედანი და ა.შ, მაგრამ უამრავი რაოდენობის საცხოვრებლის განაშენიანება უნდათ, რაც არ არის სწორი. ჩვენ გვინდა, რომ მათ დაახლოებით 25 ჰექტარი ქალაქის სასარგებლოდ დათმონ. ამ შავნაბადას მთას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ფუნიკულიორს. აქ შესანიშნავი პარკი შეიძლება მოეწყოს, რაც თბილისს აკლია", - განაცხადა ბოლქვაძემ.
"სიტი ინსტიტუტი - საქართველომ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მერიას უკვე ჩააბარა. უახლოეს დღეებში დოკუმენტის საჯარო განხილვები იგეგმება.
www.bm.ge