ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლაშა პაპაშვილი რიგით მესამე რედ კაფეს ერთ თვეში გახსნის
09 მაისი, 2017

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი რიგით მესამე „რედ კაფეს" დაახლოებით 1 თვეში გახსნის. როგორც ცნობილია, ქსელის გაფართოება 2017 წლის გაზაფხულზე უნდა მომხდარიყო, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო.დღეს პაპაშვილი განმარტავს, რომ დროში გაჭიანურების მიზეზი მიწისქვეშა წყალკანალიზაციის პრობლემები იყო. მისი განმარტებით, ამ დროისთვის აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია.

პაპაშვილი განმარტავს, რომ რიგით მესამე „რედ კაფე" მარჯანიშვილის თეატრის ეზოში გაიხსნება. აღნიშნული კვების ობიექტში ბიზნესმენი 500 000 დოლარის ინვესტირებას ახორციელებს.

ლაშა პაპაშვილმა პირველი „რედ კაფე" თბილისში 2011 წელს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, „რედიქსის" ბიზნეს-ცენტრში გახსნა. მეორე რედ კაფე თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. გარდა ამისა, მცირე ტიპის „რედ კაფე" გახსნილია კომპანია „ჯეოსელის" სათაო ოფისში. ობიექტი ასევე წარმოდგენილია ბათუმშიც.

"რედ კაფე" ევროპული ტიპის ახალი ბისტროა, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიირთვას ნატურალური, ჯანსაღი და დაბალკალორიული კერძები. ბისტრო აღჭურვილია იტალიური წარმოების უახლესი დანადგარებით, ხოლო კერძები მომზადებულია კულინარიული ტექნოლოგიის ყველა სტანდარტის დაცვით. 2011 წელს თავად ლაშა პაპაშვილი აცხადებდა, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე „რედ კაფეს" გახსნით, შეძლებდნენ კიდევ უფრო გამოეცოცხლებინათ საბურთალოს ეს მონაკვეთი და საკუთარი წვლილი შეეტანათ ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.