მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო 23 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და რეკორდულად მოკლე დროში, დასრულდება.
საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6 კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის Doppelmayr-ის ფირმის, რომლის სიგრძე 1200 მეტრია.
მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის ერთმანეთთან მთას და ცენტრს აკავშირებს.
პარალელურად დაწყებულია 5 პროექტის განხორციელება, რომლის მიხედვით მესტიის მაღალმთიანი რაიონის სოფლებში მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულში და ლენტეხში პატარა საბაგიროები მოეწყობა.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა „ტელე იმედს“ განუცხადა, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივების სპოტსმენებად ჩამოყალიბებას, ტურისტებისთვის ახალი ატრაქციონების შექმნას და ადგილობრივების დასაქმებას. მისივე თქმით, ამ პროექტების განხორციელების შედეგად საერთოდ შეცვალა სურათი სვანეთში - ადამიანებმა დაიწყეს ბიზნესის კეთება და ყველა ხვდება, რომ ტურისტი მნიშვნელოვანია.
ალექსანდრე ონოფრიშვილი ზუსტად თუ რამდენი ტურისტი ეწვევა რეგიონს ამის თქმა უჭირს, თუმცა განმარტავს, რომ ეს მოლოდინი დიდია რამდენადაც „თეთნულდმა ტურისტებში კარგად გაითქვა სახელი“.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge