ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"მესტია მაინც ზაფხულის კურორტია, ახალი სეზონისთვის ჯავშნებს უკვე ვიღებთ" - სასტუმრო "ფალიანი"
05 თებერვალი, 2024

მესტიაში მდებარე ბუტიკური სასტუმრო "ფალიანში" ზამთრის სეზონზე არსებულ აქტივობას დადებითად აფასებენ, თუმცა,აღნიშნავენ,რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების არ არსებობის შემთხვევაში, უკეთეს შედეგს დადებდნენ.  სწორედ აღნიშნული პრობლემების გამო  ადგილობრივი სასტუმროები ძირითადად ზაფხულში მუშაობენ.

ბუტიკურ სასტუმრო ,,ფალიანში“  აცხადებენ, რომ ზაფხულის ტურებზე მოთხოვნა დაწყებულია და უკვე შეკვეთებსაც იღებენ.

,,მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ზამთარშიც შევინარჩუნოთ ტემპი, თუმცა ყოველთვის სხვადასხვა გარემოება გვიშლის ხელს - ხან უამინდობა, ხან ინფრასტრუქტურული პრობლემა იჩენს თავს, ამიტომ  სეზონს წინასწარ ვერ ვგეგმავთ ხოლმე. წელს ამინდმა გაამართლა, თოვლის ნაკლებობა არ არის, მაგრამ ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით მაინც არის პრობლემა, ხშირია გათიშვები. თუმცა მალევე ხდება მიწოდების აღდგენა, ამ ეტაპზე სასტუმრო საკმაოდ დატვირთულია. მოთხოვნა არის როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების მხრიდან. მიუხედავად ამისა, მესტია მაინც ზაფხულის კურორტია, ახალი სეზონისთვის უკვე ვიღებთ ჯავშნებს“, - აცხადებენ სასტუმროში.

2023 წელი ,,ფალიანის“ საქმიანობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ასევე დიდ იმედს იძლევა 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მესტიაში ტარდება  და ადგილობრივ სასტუმროებს სტუმრების მიღება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოუწევთ.

ცნობისთვის, სასტუმრო ,,ფალიანი“ 2022 წელს გაიხსნა. კომპლექსი საოჯახო ნომრებსა და ჰოსტელს მოიცავს. სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს ღია და დახურული რესტორანი და ბარი, რომელსაც გამოარჩევს  სვანური და ევროპულ მიქსზე შექმნილი სამზარეულო.

სასტუმრო ,,ფალიანში“  განხორციელებული ინვესტიცია 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.