დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, რასაც მოჰყვა უეცარი ტალღური წყალმოვარდნა.
წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა. დატბორილია მესტიაჭალა 1-ის ტერიტორია, თუმცა პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა დანატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 2-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე ტერიტორიებს სტიქია არ შეხებია.
კომპანიის წარმომადგენლები ამჟამად ადგილზე იმყოფებიან. წყლის ნაკადის შემცირებისთანავე შესაბამისი სამსახური დაიწყებს მესტიაჭალა ჰესი 1-ის პერიმეტრის დეტალურ შესწავლას და შესაბამის გაწმენდით სამუშაოებს.
Commersant.ge