დაბა მესტიაში ახალი სასტუმროს გახსნა იგეგმება. სასტუმროს მოსაწყობად ხელისუფლება ინვესტორს ეძებს.
ამ მიზნით, სეტის მოედანზე №7-ში სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას აუქციონზე ყიდის.
მთლიანი ფართი 700 კვ. მეტრამდეა. ქონების გასაყიდი ფასი 550 500 ლარი.
აუქციონის პირობებით, ინვესტორმა მინიმუმ 8 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოაწყოს, რაზეც 300 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
www.travelingeorgia.ge