დაბა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტს 4.7 მლნ ლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს არსებული შენობის რეაბილიტაციას. ასევე, საზაფხულო ამფითეატრის და ღია ავტოსადგომის მოწყობას, შენობის ტერიტორიის კეთილმოწყობას და შემოღობვას.
პროექტის მიზანია, მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
www.travelingeorgia.ge