ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მესტიის ზამთრის კურორტზე მომსახურება გაძვირდა
18 თებერვალი, 2019

მესტიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე სეზონზე მათთან 500-მდე ტურისტია რეგისტრირებული, თუმცა ეს არ არის სრული სურათი იმ ტურისტებისა, ვინც მესტიაში სასრიალოდ ჩავიდა. 

ცენტრში ამბობენ, რომ იანვარში კურორტზე ყველაზე მეტი რუსი ტურისტები იყვნენ, თებერვალში კი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურიტების სიჭარბეა. 

გასულ წელთან შედარებით, წელს ზამთრის კურორტზე მომსახურება გაძვირდა. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ამბობენ, რომ გაიზარდა როგორც საბაგიროს მომსახურება, ისე სასტუმროებში არსებული ფასები. 

“საბაგიროთი მგზავრობამ 30 ლარიდან 40 ლარამდე მოიმატა. 5-10 ლარის ფარგლებში გაზარდეს ფასები საოჯახო სასტურმოებმა, რადგან სამომხმარებლო ფასები გაიზარდა და ეს ასახეს მათ მომსახურებაზე”, – აცხადებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი. 

მესტიაში მიმდინარე სეზონზე 200-ზე მეტი სასტუმროა. საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტებში ფასები 20 ლარიდან, სამ–ვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში კი 80 ლარიდან იწყება. 

შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, პრეტენზიას ძირითადად ახალგაზრდა ტურისტები გამოთქვავენ. ცენტრში აცხადებენ, რომ კურორტზე არ არსებობს ღამით გართობის ობიექტები, რაც ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს. 

“სხვა მხრივ, მათ ფასებიც და მომსახურებაც აკმაყოფილებს”, – აცხადებენ ცენტრში.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.