ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მევენახეობის სპეციფიკური ზონა – მანავი
27 სექტემბერი, 2019

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა „მანავი“ მდებარეობს გარე კახეთში, საგარეჯოს ადმინისტრაციულ რაიონში, ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ და მის მიმდებარე ფერდობების მთისწინებზე ჩრდილო განედის _ 41044′ და აღმოსავლეთის გრძედის 45027′ და მათ მახლობლად მდებარე კოორდინატებზე.

სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-800 მეტრ სიმაღლის საზღვრებში. ივრის ზეგანის ამ ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ინდივიდუალობას განსაზღვრავს მისი ერთობლივი შემაღლებულ-ვაკისებრი, დატალღული, სუსტად დანაწევრებული რელიეფი და კონტინენტური კლიმატიდან ზღვის კლიმატზე გარდამავალ ოლქში მდებარეობა.

ღვინო „მანავი“ მიკროზონა მოიცავს შემდეგ სოფლებს: თოხლიაური, მანავი, ბურდიანი, გიორგიწმინდა, ანთოკი, მარიამჯვარი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი და ვერხვიანი.

ღვინის ეროვნული სააგენტო

Agrokavkaz.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.