ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციიდან 204 მლნ ლარზე მეტი მიიღეს
25 სექტემბერი, 2018
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია.
24 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 142 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 204 მლნ ლარს გადააჭარბა.
 
„კახეთის რეგიონში 214 ღვინის კომპანიის მიერ გადამუშავებულია 142 ათასი ტონა ყურძენი. ყურძენი ღვინის კომპანიებს 15 ათასმა მევენახემ ჩააბარა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ კახეთის რეგიონისთვის რთველი-2018 იყო წარმატებული. ყურძნის კრეფა კახეთში გრძელდება და უახლოეს დღეებში რთველის სამზადისი უკვე რაჭაში დაიწყება” - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.
კახეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 41,3 ათასი ტონა, შემდეგ მოდის: ყვარელი - 40 ათასი ტონა, თელავი - 31 ათასი ტონა, სიღნაღი - 12 ათასი ტონა, საგარეჯო - 5 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 4,7 ათასი ტონა, ახმეტა - 4,2 ათასი ტონა და ლაგოდეხი - 3,8 ათასი ტონა. 
გადამუშავებული ყურძნიდან 66,5 ათასი ტონა საფერავი, ათასი ტონა 56,8 ათასი ტონა რქაწითელი, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 
რთველის საკოორდინაციო შტაბში, რომელიც ოფიციალურად 20 აგვისტოს ქალაქ თელავში გაიხსნა, 24 სექტემბრის მდგომარეობით 250 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული.

www.travelingeorgia.ge

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.